
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, ბუსტერი დღეს ერთ-ერთი მთავარი იარაღია პანდემიის დასასრულებლად.
„ბუსტერიზირებულებში ინფექცია ომიკრონის შედარებით იშვიათია და ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ დღეს ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი ომიკრონთან და მთლიანად პანდემიასთან საბრძოლველად.
ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ ბუსტერი. ეს გზავნილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 და 60 წელს ზემოთ ასაკოვან ხალხში, სადაც უფრო მეტია გართულებები. მოგეხსენებათ, რომ ამაზე სახელმწიფოს მონეტარული წახალისება აქვს. ჩვენი და საერთაშორისო მტკიცებულებები ამბობს, რომ აცრა და ბუსტერი სერიოზული პრევენციული საშუალებაა გართულებების წინააღმდეგ და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს გამყრელიძე.
0
0