
მივესალმებით დღევანდელ ამბებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე. ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა პლატფორმა X-ზე ავრცელებენ.
“მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას.
ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.
ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.
ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.
ასევე წაიკითხეთ:
"ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა" - მარკო რუბიო აშშ-უკრაინის შეხვედრის შემდეგ
უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ
უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის, სრული სიმართლის დროა - ვოლოდიმირ ზელენსკი
0
0