ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტას განცხადებით, დასავლური ძალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყანაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები აიკრძალება.
როგორც BBC-ი წერს, სოციალურად კონსერვატიულ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ჰომოსექსუალური ურთიერთობები დაუშვებელი იყო, თუმცა არასოდეს ყოფილა კანონით აკრძალული.
„ხუნტას კაბინეტმა უკვე დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს კანონით დასჯად დანაშაულად აქცევს. ამიერიდან ჰომოსექსუალობა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა დაისჯება კანონით,“ - თქვა ბურკინა-ფასოს იუსტიციის მინისტრმა ედასო როდრიგე ბაიალამ.
როგორც ცნობილია, ბურკინა-ფასოში სამხედროებმა ძალაუფლება 2022 წელს ჩაიგდეს ხელში და საგარეო კურსი რუსეთისკენ აიღეს მას შემდეგ, რაც მკვეთრად შემცირდა მათი კავშირები ყოფილ კოლონიალურ ძალასთან, საფრანგეთთან. 1993 წელს, რუსეთში ჰომოსექსუალური აქტების დეკრიმინალიზაცია მოხდა, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობა ლგბტქ თემს არბევს, რასაც ის "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას" უწოდებს.
ბურკინა-ფასოს გადაწყვეტილება ჰომოსექსუალური ურთიერთობების უკანონოდ გამოცხადების შესახებ ქორწინების კანონების გადახედვის ნაწილს წარმოადგენს. ახალი კანონმდებლობა, რომელიც სამხედროების მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ხუნტას ლიდერმა იბრაჰიმ ტრაორემ, მხოლოდ რელიგიურ და ტრადიციულ ქორწინებებს ითვალისწინებს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026