ბურჯანაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, N372 და N301 ავტობუსების მარშრუტი დროებით იცვლება
A-
+A

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, პირველი მარტიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, N372 ავტობუსი მგზავრთა მომსახურებას ბურჯანაძის ქუჩის N70-მდე შეძლებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი მიკროავტობუსი კი დადგენილი სქემით, ბოლო გაჩერებამდე გადაადგილდება.
მიმდინარე პროექტის გამო, შემცირებულია N301 ავტობუსის მარშრუტიც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძველ რეჟიმს საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0
27
სატრანსპორტო მოძრაობა
თბილისის მერია
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%