ავსტრალიური ალდი, კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც დედამ თავისი ექვსი წლის შვილისთვის ნაყიდ ბურგერში ლურჯი პლასტმასის პატარა ნაჭერი აღმოაჩინა. ამის შესახებ dailymail წერს
როგორც გამოცემა წერს, ძროხის ხორცის ბურგერის ღვეზელები, მოქალაქემ ახალი სამხრეთ უელსის მაღაზიაში იყიდა.
„ჩემი ექვსი წლის შვილისთვის ნაყიდ ბურგერში პლასმასის ლურჯი პატარა ნაჭერი აღმოვაჩინე. გთხოვთ, ფრთხილად იყავით" - ამბობს მოქალაქე და საზოგადოება გააფრთხილა მყიდველები ფეისბუქის პოპულარულ Aldi-სთან დაკავშირებულ ჯგუფში.
დედა დაუკავშირდა ალდის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სუპერმარკეტში აცხადებდნენ, რომ ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და ისინი მზად იყვნენ პროდუქტის ყურადღებით გაუწიონ მონიტორინგი.
,,FEMAIL-ის, სუპერმარკეტი მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოაგზავნონ შეტყობინებები ALDI-ს უშუალოდ დახმარების ცენტრის მეშვეობით, რათა მათ შეძლონ გამოძიება.
მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ნებისმიერი პროდუქტი, რომელითაც არ არის კმაყოფილნი თანხის დაბრუნების ან ჩანაცვლებისთვის" - წერს გამოცემა
მსგავსი შემთხვევა მანამდეც მოხდა, რამდენიმე მყიდველს ჰქონდა პრობლემები სუპერმარკეტში ნაყიდ ალდის ნაყიდ პროდუქციასთან დაკავშირებით.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026