
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.
მისი განცხადებით, როცა ისმის გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კაია კალასი ისრაელს სანქციებით ემუქრება.
„როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი და არაკომპეტენტური ადამიანი, როგორიც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში? მაშინ, როცა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ისმის გაფრთხილებები, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კალასი პირიქით, ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია“, - დაწერა არმინ ლაშეტმა.
1
0