ბულგარეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა
23/11/2021
11:24
მსოფლიო
A-
+A
ბულგარეთის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ როიაკში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. თავშესაფარში 58 ბენეფიციარი ცხოვრობდა. ხანძარი სადილობისას გაჩნდა.
„სამწუხაროდ, 58 ადამიანიდან, რომლებიც იმ დროს თავშესაფარში იმყოფებოდა, 9 გარდაიცვალა. მოხუცთა უმეტესი ნაწილი შენობიდან გაიყვანეს, ზოგიერთმა კი - კვამლის ჩასუნთქვის გამო, სამედიცინო დახმარება უკვე მიიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს მეხანძრე-ინსპექტორმა.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძარი "შენობის (ყოფილი სკოლის) ხის სახურავს გაუჩნდა" და ის უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
https://www.reuters.com/world/europe/fire-nursing-home-bulgaria-kills-9-people-2021-11-22/
0
0
463
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%