
მოხარული ვარ, რომ ქართული თავმჯდომარეობა, ბატონ პაპუაშვილთან ერთად იმ პრიორიტეტების დაიცავს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, – ამის შესახებ ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, დრაგომირ სტოიანევმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა.
„განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს მქონდა პატივი, ჩამეტარებინა სხდომა და ჩვენი ორგანიზაციის სიმბოლო თავად გადავეცი ბატონ პაპუაშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს თავმჯდომარეობა წარმატებული იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რაც ქართული თავმჯდომარეობის პრიორიტეტებია. მჯერა, როცა ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვუჭერთ მხარს, ეს ჩვენი ხალხებისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება“, – განაცხადა სტოიანევმა.
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო შალვა პაპუაშვილი – ასამბლეის პრეზიდენტი.
0
0