23/12/2024
23:14
სპორტი
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს და შესაბამისად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – შეფასებები ანალიტიკურ ვებგვერდ Sofascore-ზე გამოქვეყნდა.
მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში „პადერბორნთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში „კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა 9,0 ქულა დაიმსახურა და რჩეულ თერთმეტეულში მოხვედრის გარდა, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
Sofascore-ის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ სამეულში მხოლოდ „კარლსრუეს“ მოთამაშეები არიან – ბუდუს მხოლოდ თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკი ასწრებს, მესამეზე კი მეკარე მაქს ვაისია.
რეიტინგის სიაში მოსახვედრად მოთამაშეები უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს – მათ უნდა ითამაშონ ტურნირის მთლიანი წუთების მინიმუმ 60%.
1. მარვინ ვანიცეკი, ნახევარმცველი – 7.71
2. ბუდუ ზივზივაძე, თავდამსხმელი – 7.56
3. მაქს ვაისი, მეკარე – 7.11
აქვე ვიტყვით, რომ ზივზივაძე მეორე ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მაც გამაორჩია და საშუალო 7.5 ქულით მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ გუნდშია.
0
0