
ბუდაპეშტში კაცმა სამართალდამცველები დაჭრა, რომელთაგან ერთი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
.
შემთხვევა 12 იანვრის ღამეს მოხდა.
reuters-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ბუდაპეშტის მე-11 რაიონში დასახმარებლად გამოიძახეს. უცხო კაცი ბინაში შესვლას ცდილობდა.
როდესაც სამი ოფიცერი მის დაკავებას ცდილობდა, კაცმა დანით დაჭრა ისინი და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მეოთხე ოფიცერმა მას ფეხში ესროლა.
დაშავებული სამართალდამცველები და დაკავებული სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი თანამშრომელი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან საუბარში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ორბანმა დასძინა, რომ პოლიციას პატივი უნდა სცენ.
„მსგავსი შემთხვევები ბუდაპეშტში საკმაოდ იშვიათია და პოლიციელები თავის მოვალეობას კარგად ასრულებენ“, - აცხადებს ორბანი.
„ეს არ იყო ტერორისტული აქტი“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა პალ ფურხტმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, გამოძიება სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
0
0