13/04/2022
12:03
პოლიტიკა
„დროას“ ლიდერი უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო.
მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში. ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე განმარტება გააკეთა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ომის პირობებში უკრაინაში ვერანაირი დელეგაცია მოწვევის გარეშე ვერ ჩავა.
სამადაშვილის თქმით, უკრაინელებზე უფრო დიდი უკრაინელობის მტკიცება, კარგად არ გამოიყურება.
„უკრაინა იწვევს საპარლამენტო დელეგაციას. ოპოზიციამ რა უთხრას, ცალკე მოგვიწვიონ? რატომ? იმიტომ, რომ ქოცები არ არიან დღეს ქართველი ხალხის პოზიციის გამომხატველი? ხალხის ნაწილის პოზიციის გამომხატველი ჯერ კიდევ არის ოცნება. მალე შეიცვლება ეს რეალობაც. პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები ერთად, სწორედ ხალხის პოზიციას ასახავენ.
თუ დანაწევრებული ქართველი ხალხი უკრაინის ტრაგედიამ ისე გააერთიანა, რომ ქოცებსაც უწევთ უკრაინაში ჩასვლა, საკუთარი ელექტორატის და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, ეს ქართველ ხალხის დამსახურებაა, ქოციან, ნაციან, შუაშისტიანად.
და ძალიანაც კარგი“, – დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა.
0
0