
საქონლის დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, ზველში გავრცელდა. ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სამსახურის ვეტერინარები კვლევებს ატარებენ. ჯამში რამდენ სულ პირუტყვს გამოუვლინდება დაავადება რამდენიმე დღეში გაირკვევა.
გარდა ზველისა, ბრუცელოზია გავრცელებული საყუდაბელსა და ორგორაში.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციურ–ალერგიული დაავადებაა. ადამიანზე დაავადება გადადის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებით, ასევე ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტანხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. ბრუცელოზით დაავადებული ადამიანი არ წარმოადგენს ინფექციის გადადების წყაროს.
დაავადებული ცხოველი სასაკლაოზე, ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ უნდა დაიკლას.
ბრუცელოზის თავიდან ასაცილებლად არ უნდა მიიღოთ თერმულად დაუმუშავებელი ცხოველური პროდუქტები, მათ შორის უმი, ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები. ბრუცელოზის გამომწვევი ბაქტერია 60 გრადუსზე გაცხელებისას 30 წუთში იღუპება. ადუღება ბაქტერიას მომენტალურად კლავს. ყველში ბაქტერია 25 დღიდან 1 წლამდე, ხოლო გარემოში რამდენიმე თვის განმავლობაში ძლებს.
სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი ცხოველიდან 12 ადამიანზე გადავიდა
წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”
0
0