05/11/2024
12:19
მსოფლიო
ბრიუსელში სომხეთის ელჩი ტიგრან ბალაიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ელჩი ვაგიფ სადიკოვი მოკვლით დაემუქრა, სადიკოვი ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
სომხეთის საელჩომ დიპლომატიურ მისიებს ბრიუსელში საპროტესტო ნოტები გადასცა, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის ელჩს, ტიგრან ბალაიანს აზერბაიჯანის ელჩი ვაგიფ სადიკოვი სიტყვიერად დაესხა თავს, დააშინა და გამოთქვა აშკარა მუქარა მისი სიცოცხლის მიმართ.
ინციდენტი ბრიუსელში, სასტუმრო „ტანგლაში“ გამართულ მიღებაზე მოხდა, რომელსაც თურქეთის საელჩომ უმასპინძლა ქვეყნის ეროვნული დღის პატივსაცემად. ეს იყო ანკარის მიერ ორგანიზებული პირველი შეხვედრა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, რომელზეც სომხეთის საელჩო იყო მიწვეული.
პოლიტიკოსთან“ საუბრისას, ვაგიფ სადიკოვმა უარყო ინციდენტი და აღნიშნა, რომ ასეთი ბრალდებები სასაცილო ხდება.
მე არ ვიცი რაიმე წერილი ან ბრალდება – სომეხ დიპლომატებს შეუძლიათ ამტკიცონ, რაც უნდათ“ – განაცხადა ვაგიფ სადიკოვმა.
0
0