ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს, სიტყვით რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. ისინი განიხილავდნენ „გამჭვირვალობის შეასხებ" კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ კანონი არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
0
0