
ბრიუსელში, დანით შეიარაღებული პირი სამართალდამცველებს თავს დაესხა; მოკლულია ერთი პოლიციელი. კიდევ ორი დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა. თავდასხმამდე, ორი პოლიციელი მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა; თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი უცნობია. ანტიტერორისტულმა უწყებამ მომხდარზე გამოძიების წარმოება უკვე დაიწყო.
„საქმე უკვე ჩავიბარეთ, რადგან არსებობს ტერორისტული მოტივის ეჭვი, რასაც გამომძიებლები დაადასტურებენ ან უარყოფენ“, - განაცხადა ანტიტერორისტული უწყების პრესსპიკერმა, ერიკ ვან დუისმა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ მოკლული სამართალდამცველის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაჭრილ პოლიციელს კი გამოჯანმრთელება უსურვა.
„ჩვენი სამართალდამცავები საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღევანდელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს,’ - დაწერა პრემიერ-მინისტრმა Twitter-ში.
0
0