22/06/2023
00:22
პოლიტიკა
არის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუმცა ასევე არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ახლა არსებობს, მაგრამ არ იარსებებს მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირში არჩევნები იქნება. არის შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ზოგადად ევროკავშირის გაფართოებისთვის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი ერთგვარად „გაუფასურდა“, მას შემდეგ რაც ბოსნიამ და ჰერცოგოვინამ ის ყოველგვარი კრიტერიუმის დაკმაყოფილების გარეშე მიიღო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების სხვა ვარიანტებზეც ისაუბრა.
„ბრიუსელმა შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს - გახსნას შემდეგი ეტაპი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური მომენტი, როდესაც შესაძლებელია წინ წასვლა ახლა, როდესაც კარი ღია, თუმცა ეს კარი ღია მხოლოდ ხანმოკლე ვადით იქნება. ამის გარდა, მწამს და დარწმუნებული ვარ მოლდოვა და უკრაინა გადაინაცვლებენ შემდეგ ეტაპზე - ეს არის მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. წევრი სახელმწიფოების უმეტესობას არ სურს, რომ საქართველო ძალიან ჩამორჩეს ამ პროცესში და ეს უნდა იყოს კომბინაცია 2+1“, - განაცხადა იოზვიაკმა.
0
0