27/09/2025
14:25

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ბრიუსელს თავს არ დაუხრის რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის მოთხოვნის გამო.
მან გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი, სადაც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ უნგრეთს არც ზღვაზე გასასვლელი, არც ალტერნატიული მილსადენები აქვს, რათა რუსულ ნავთობსა და გაზზე უარი თქვას.
„უნგრეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა: შეუძლებელია დაგვადანაშაულო პორტების ან ალტერნატიული მილსადენების არარსებობაში, და ჩვენ რეალობის ამგვარ აღიარებას ვაფასებთ. დაგვტოვეთ რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე, და ჩვენი ეკონომიკა 4%-ით დაეცემა, ხოლო ელექტროენერგიის გადასახადი ზემოთ ავარდება. ჩვენ ბრიუსელის მოთხოვნას თავს არ დავუხრით - ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახები პირველ ადგილზეა!“, - დაწერა ორბანმა.
0
0