23/11/2022
12:38
მსოფლიო
ახალი კვლევის თანახმად აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და მსახიობი ბრიუს ლი წყლის ჭარბი მოხმარებისგან გარდაიცვალა. ბრიუს ლის გარდაცვალებიდან თითქმის 50 წელი გავიდა.
ახალი კვლევა თირკმელების ესპანელ სპეციალისტებს ეკუთვნით, მეცნიერებმა ნაშრომი ჟურნალ Clinical Kidney-ში გამოაქვეყნეს. მათი აზრით მსახიობის სიკვდილის მიზეზი სისხლში სოდიუმის კრიტიკული ნაკლებობა იგივე ჰიპონატრემია გახდა. ჰიპონატრემიას კი წყლის ჭარბი მიღება იწვევს.
"ბრიუს ლი ქრონიკულად იღებდა დიდი რაოდენობით წყალს. საბოლოოდ თირკმელებმა დატვირთვას ვერ გაუძლეს და მწყობრიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა მსახიობი ხშირად მოიხმარდა მარიხუანას, რომელიც წყურვილის გრძნობას აძლიერებს". – წერია დასკვნაში.
ოფიციალური ვერსიით 32 წლის ვარსკვლავი ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. შეშუპება ასპირინისა და მეპრობამეტის მიღებამ გამოიწვია. ასპირინი ლიმ თავის ტკივილისთვის მიიღო, ხოლო მეპრობამეტი შფოთვითი აშლილობის წამალია. ექიმების აზრით მსახიობს ძალიან იშვიათი ალერგია ჰქონდა ასპირინზე.
0
0