
ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის მტკიცებით, NBA-ის (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის) 2.3 მეტრამდე სიმაღლის ვარსკვლავის დაცვის თანამშრომელმა მას სახეში გაარტყა, როდესაც მან [სპირსმა] სპორტსმენის მხარზე ხელის შეხება სცადა.
როგორც მომღერალმა განაცხადა, მას დაცვის თანამშრომელმა "სახეში სილა გაარტყა" და კინაღამ წააქცია. ინციდენტი ლას-ვეგასში მაშინ მოხდა, როდესაც სპირსი ვიქტორ ვემბანიამას, სასტუმროს რესტორანში შესვლისას, ზურგს უკან მიუახლოვდა.
სპირსმა Twitter-ზე ემოციური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ინციდენტი აღწერა, როგორც "ტრავმული გამოცდილება". ის იმედოვნებს, რომ „კალათბურთელი მას ბოდიშს მოუხდის.“
სან ანტონიო სპურსის 19 წლის ვარსკვლავმა კი ჟურნალისტებს რამდენიმე საათით ადრე განუცხადა, რომ ბრიტნი სპირსმა "მას მხარზე უკანა მხრიდან ხელი მოუჭირა" და ამტკიცებდა, რომ დაცვის თანამშრომელმა მას მხოლოდ "მოაშორა მომღერალი", თუმცა ვემბანიამამ აღიარა, რომ ინციდენტის დროს ყველაფერი არ დაუნახავს: – „მე აღარ შევჩერებულვარ, რესტორანში შევედი, სადაც სასიამოვნო ვახშამი მელოდა".
ვიქტორ ვემბანიამას თქმით, მან რამდენიმე საათის შემდეგ გაიგო, რომ ქალი ბრიტნი სპირსი იყო.
თავის მხრივ, სპირსმა უარყო, რომ თითქოს ის სპორტსმენს მხარზე ხელს უჭერდა და თქვა, რომ ის უბრალოდ მასთან დალაპარაკებას ცდილობდა.
„გადავწყვიტე მივსულიყავი და მისთვის წარმატება მიმელოცა. ამიტომ მხარზე შევეხე, რომ ყურადღება მოექცია. მაშინ მისმა დაცვამ უკანმოუხედავად გამარტყა სახეში, ხალხის თვალწინ. კინაღამ წავიქეცი და სათვალე [ჩამომივარდა] სახიდან.
ეს ისტორია ძალიან უხერხულია მსოფლიოსთან გასაზიარებლად, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ისტორიის, როგორც მაგალითის, საჯაროდ მოყოლა და საზოგადოებისთვის მოწოდება, რომ ყველა ადამიანს პატივისცემით მოეპყრონ. ამ სამყაროში ძალიან ხშირია ფიზიკური ძალადობა,“ - წერს ბრიტნი სპირსი Twitter-ზე.
სპირსის მეუღლის სემ ასგარის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „მამაკაცი“ გაკვეთილს ისწავლის და შეცვლის თავის დამოკიდებულებას ქალების მიმართ.
0
0