13/07/2023
10:42
მსოფლიო
ბრიტნი სპირსის მემუარები სახელწოდებით The Woman In Me („ქალი ჩემში“) 24 ოქტომბერს გამოვა.
”ამ წიგნის წერისთვის დიდი ძალისხმევა და ხანგრძლივი თერაპია დამჭირდა. ვფიქრობ, მოგეწონებათ”, - თქვა პოპ-ვარსკვლავმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
წიგნს მსხვილი ამერიკული გამოცემის Simon & Schuster-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი Gallery Books-ი გამოსცემს. ინგლისურის გარდა მემუარები კიდევ 16 ენაზე ითარგმნება.
გამოცემის განცხადებით, წიგნში აღწერილია "მამაცური და საოცრად ამაღელვებელი ისტორია თავისუფლების, წარმატების, დედობის, გადარჩენის, რწმენისა და იმედის შესახებ"; ის ასევე ეხება მომღერლის ბრძოლას კონსერვატორობის წინააღმდეგ.
„ღია სასამართლო პროცესზე ბრიტნის მიერ მიცემულმა დამაჯერებელმა ჩვენებამ მსოფლიო შეძრა, შეცვალა კანონები და აჩვენა მისი შთამაგონებელი ძალა და სიმამაცე. ეჭვი არ მეპარება, რომ მის მემუარებსაც მსგავსი გავლენა ექნება და წლის წიგნად შეფასდება,“ - თქვა ჯენიფერ ბერგსტრომმა, Gallery Books-ის წარმომადგენელმა.
სამართლებრივი შეთანხმებით, სპირსის მამა ჯეიმი სპირსი შვილის ცხოვრებას 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა, ზღუდავდა ვარსკვლავის თავისუფლებას და აკონტროლებდა მის შემოსავალს.
0
0