
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ბრიტნი სპირსის ახალი წიგნი „ქალი ჩემში“ ნაწილობრივ ფოკუსირებულია მისი ცხოვრების 13 წელზე, როდესაც მამამისი ჯეიმს სპირსი მომღერლის შემოსავალს აკონტროლებდა.
ჟურნალ People-ში გამოქვეყნებული წიგნიდან ამონარიდებში ნათქვამია, რომ ბრიტნი სპირსმა მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკზე დაორსულების შემდეგ აბორტი გაიკეთა. მემუარებში წერია, რომ „ჯასტინს ბრიტნის დაორსულება "არ უხაროდა".
”მან [ჯასტინმა] თქვა, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ბავშვის გაჩენისთვის. ჯასტინი დარწმუნებული იყო, რომ მამობა არ სურდა. ჩემთვის აბორტის გაკეთება არ იყო ტრაგედია. მე ძალიან მიყვარდა ჯასტინი. ყოველთვის ველოდი, რომ ერთ დღეს ერთად ოჯახს შევქმნიდით”, - წერს პოპ-ვარსკვლავი.
პოპ-ვარსკვლავებმა ერთმანეთთან პაემანზე სიარული გვიან თინეიჯერობის ასაკში, 1999-2002 წლებში, დაიწყეს.
მას შემდეგ ბრიტნის ორი შვილი შეეძინა - შონ პრესტონი (ამჟამად 18 წლის) და ჯეიდენ ჯეიმსი (ამჟამად 17 წლის), მეორე მეუღლისგან, კევინ ფედერლაინისგან. ჯასტინი დაქორწინებულია მსახიობ ჯესიკა ბილზე და ორი ვაჟი ჰყავს.
მომღერალი ასევე მამამისთან დაკავშირებით წერს, რომ მან ბრიტნის არაერთხელ მიუთითა სიმსუქნეზე. წიგნში ასევე აღწერილია უფრო მხიარული მომენტები მისი ბავშვობიდან, მათ შორის ის პერიოდი, როდესაც ბრიტნი კენტვუდის საშუალო სკოლაში (ლუიზიანაში) დაბრუნდა. 15 წლის მომღერალმა ხელი მოაწერა Jive Records-თან ხელშეკრულებას, მოგვიანებით კი გამოუშვა ჰიტები Baby One More Time და Oops!... I Did It Again. 13-წლიანი მეურვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლების შემდეგ, ბრიტნიმ კიდევ რამდენიმე ჰიტი ჩაწერა. ის ასევე დაქორწინდა თავის ბოიფრენდზე სემ ასგარზე, თუმცა წყვილი ერთი წლის შემდეგ დაშორდა.
41 წლის პოპ-ვარსკვლავის მემუარების გამოცემა 24 ოქტომბერს იგეგმება.
0
0