
ბრიტანულმა სკოლამ სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელად ხელოვნური ინტელექტი (AI) დანიშნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ხელოვნური ინტელექტი უკვე ფართოდაა გავრცელებული დავალებების ავტომატიზაციასა და საქმის რუტინული ნაწილის შესასრულებლად, თუმცა, როგორც ჩანს, მას შეუძლია, არაერთი მნიშვნელოვანი როლიც მოირგოს.
დასავლეთ სასექსში მდებარე კოტესმორის სკოლაში AI სასწავლო პროგრამის დახვეწაზე იმუშავებს და, ამასთან, დაწყებითი კლასის მთავარი მასწავლებელი გახდება. სკოლა, სასურველი შედეგის მისაღწევად, თითქმის ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა დეველოპერებთან.
დირექტორის, ტომ როჯერსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმატებით ართმევს თავს ისეთ დავალებებს, როგორებიცაა რჩევების მიცემა, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, ინოვაციური იდეების გენერირება, ქცევითი სირთულეების მქონე მოსწავლეების დახმარება და ზოგადი სასკოლო პოლიტიკის შემუშავება.
„რამ შეიძლება მოიტანოს იმაზე დიდი სტაბილურობა, როდესაც იცი, რომ ნებისმიერ კითხვაზე მეტ-ნაკლებად გამართულ და ინოვაციურ პასუხს მიიღებ. ის წარმოუდგენლად კარგადაა გაწვრთნილი და დიდ როლს თამაშობს ჩვენი ყოველდღიურობის დახვეწასა და გაუმჯობესებაში", - აცხადებს სკოლის დირექტორი.
სასკოლო დაწესებულებამ მის შესაქმნელად თითქმის 40 000 ევრო გადაიხადა. ცნობისთვის, სკოლა 4-დან 13 წლამდე მოსწავლეებითა დაკომპლექტებული და ადგილზე წინა სასკოლო მოსამზადებელი პროგრამაც მოქმედებს.
0
0