
გაზეთის ინფორმაციით, ოპერაციის მომზადების გადაწყვეტილება ზელენსკის ფიზიკურად განადგურების სამი მცდელობის შემდეგ მიიღეს.
70-ზე მეტმა SAS-ის მებრძოლმა და 150-მა «ზღვის ლომმა» რამდენიმე სცენარის შემუშავება ნატოს ერთ-ერთ შორეულ ბაზაზე დაიწყეს. წვრთნას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ბალტიისპირეთში ტარდება, ასევე პარტიზანული ომის პროგრამის ფარგლებში მოამზადებული უკრაინელი სამხედროების ჯგუფიც ესწრება.
თავად ზელენსკი ამტკიცებდა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ის მონიშნულია როგორც №1, ხოლო მისი ოჯახი №2 სამიზნე და განაცხადა, რომ მათ [რუსებს] სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით უკრაინის პოლიტიკურად განადგურება სურთ.
მანამდე ზელენსკიმ ევაკუაციის შეთავაზებას კატეგორიული უარით უპასუხა.
0
0
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
18/02/2026
გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა
18/02/2026