-share.jpg)
ბრიტანეთის უმსხვილესი კვლევის თანახმად, ქალი ქირურგების თითქმის მესამედი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კოლეგების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.
კვლევის დასკვნები წარედგინა ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, გენერალურ სამედიცინო საბჭოს, რომელიც არეგულირებს ექიმების საქმიანობას და ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციას.
BBC News ესაუბრა რამდენიმე ქალ ქირურგს, რომლებმაც განიცადეს არასათანადო სექსუალური ქცევა კოლეგებისგან, მათ შორის საოპერაციო დარბაზში. ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ უფროსი მამაკაცი ქირურგები ხშირად ძალადობენ ქალ სტაჟიორებზე საავადმყოფოებში.
საქმე იმაშია, რომ ამ გარემოში სექსუალური შევიწროება და გაუპატიურებაც კი „ღია საიდუმლოებაა“. ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ბევრი შემთხვევაა, როცა ქალებს ინტიმურ ადგილებზე ხალათის გარედან კიდებდნენ ხელს...
ზოგიერთ მათგანს შესთავაზეს სექსი კარიერაში წინსვლისთვის.
ანალიზი, რომელიც ჩატარდა Exeter-ისა და Surry-ის უნივერსიტეტების და სექსუალური შევიწროების სამუშაო ჯგუფის მიერ საავადმყოფოების ქირურგიულ განყოფილებებში, მიწოდებული იქნა ექსკლუზიურად BBC News-ისთვის.
ქალ ქირურგთა თითქმის ორმა მესამედმა, რომლებიც დათანხმდნენ მკვლევართა კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სექსუალური შევიწროების სამიზნე, ხოლო მათი მესამედი ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კოლეგების მხრიდან სექსუალური ძალადობა განხორციელდა.
ქალები შიშობენ, რომ თუ მსგავს საქციელზე იჩივლებენ, ეს მათ კარიერას დააზარალებს. ისინი თანაბრად არ არიან დარწმუნებული, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახური მზად იქნება რაიმე ქმედითი ზომა მიიღოს.
0
0