26/11/2024
10:35
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალი პარტია ფარულად გადასცა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მიწოდება მანამდე მოხდა, სანამ ბრიტანეთის მთავრობა უკრაინისთვის მისი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას მისცემდა.
როგორც სააგენტოს წყარო უყვება, საქმე ეხება ათეულობით ფრთოსან რაკეტას, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.
Bloomberg-ის მტკიცებით Storm Shadow-ის რაკეტების ხსენებული პარტიის გადაცემა უკრაინისთვის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პირობებში პირველად მოხდა. აღსანიშნავია, რომ სტარმერს არაერთხელ უთქვამს, რომ ის უკრაინას დაეხმარება.
„[რაკეტების] მიწოდება, რომლის შესახებაც საჯაროდ არ თქმულა, რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მათი შეკვეთა მას შემდეგ მოხდა, რაც კიევს შორი მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოელია“, - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.
0
0