22/09/2025
10:27

გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.
"75 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ ისრაელის სახელმწიფო, როგორც ებრაული ხალხის სამშობლო. დღეს კი ვუერთდებით 150-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც ასევე აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს," — აღნიშნა სტარმერმა.
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუდმივმა თავდასხმებმა ღაზაზე "ათიათასობით მშვიდობიანი მცხოვრების სიკვდილი გამოიწვია. კანადა აღიარებს პალესტინას და პარტნიორობას სთავაზობს მშვიდობიანი მომავლის შექმნაში როგორც პალესტინისთვის, ისე ისრაელისთვის".
0
0