
"ბრიტანეთის საელჩო, მგონი გუშინ ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებით." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“.
"აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულა - აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური, პოლიტიკური ჯგუფები, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში, იმას აფინანსებ და ქართველ ხალხს ეუბნები, ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო.
შტერი ვგონივართ ბრიტანეთის ელჩს, რომ ჰგონია ქართველი ხალხი დაიჯერებს პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი “ტაბულას” დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება და მეორე კიდევ, შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუკი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ნჯო “მომავლის აკადემია” მისი დაფინანსება, რომლის ლიდერებიც არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ა.შ. (პარტიული ხალხი), რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, ამ ორგანიზაციის დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც მზადებას.
შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც, მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალონ არჩევნები.
როგორც ტაბულა და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია, ისევე აკადემია ე.წ. “მომავლის” და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია - გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის სურს ფულის მიცემა ბრიტანეთის ელჩს." - განაცხადა პაპუაშვილმა
0
0