დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს დანიშნა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან სთხოვა მეფე ჩარლზ III-ს პარლამენტის დათხოვნა, არჩევნების წინ, ოფიციალური პროცედურების შესაბამისად.
„დღეს მე ველაპარაკე მის უდიდებულესობას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. მეფემ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და 4 ივლისს საყოველთაო არჩევნები იქნება“, - თქვა მან .
პარლამენტი მომდევნო კვირაში იქნება დათხოვნილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუნაკს შეეძლო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ოთხშაბათს გავრცელდა მას შემდეგ, რაც მინისტრებმა გააუქმეს ღონისძიებები და შეამცირეს ან გადადეს საზღვარგარეთ გამგზავრება მთავრობის სხდომებზე დასასწრებად.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ალბანეთში ვიზიტი შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტი გადადო.
სუნაკი და მისი გუნდი მთელი დღის განმავლობაში არ ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ ინფორმაციას. პრემიერმა მხოლოდ გაიმეორა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართება.
0
0