04/09/2024
17:50
ტაბლოიდი
BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ახალი ოთხფეხა ბინადარი დასახლდა - კირ სტარმერმა თავის შვილებს კნუტი აჩუქა.
გამოცემა წერს, რომ სტარმერის ვაჟი და ქალიშვილი მამას გერმანულ ნაგაზს სთხოვდნენ, მაგრამ „დაძაბული“ მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა, მხარეები კნუტის მოყვანაზე შეთანხმდნენ. კნუტის სახელი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ახალი კნუტი დაუნინგ სთრითის 10 ნომრის სხვა ოთხფეხა ბინადრებს შეუერთდება - სტარმერების კატა ჯოჯოს, რომელიც რეზიდენციაში პრემიერის ოჯახთან ერთად გადავიდა და ცნობილ კატა ლარის, რომელიც რეზიდენციაში უფროსი თაგვებზე მონადირის თანამდებობაზე 2011 წლიდან მუშაობს.
სოციალურ ქსელში X ლარის ოფიციალურ ანგარიშზე წერია, რომ რეზიდენციის ახალი ბინადარი უშუალოდ მას დაექვემდებარება.
0
0