21/11/2024
17:07
მსოფლიო
გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან თავდაცვის აშკარა უფლება აქვს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ყოველთვის თავდაცვითი მიზნით არის. იგი პროპორციული, კოორდინირებული და სწრაფია, თავად რუსეთის ქმედებებზე პასუხს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართალს შეესაბამება. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან თავდაცვის აშკარა უფლება აქვს“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა, უკრაინას ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნება დართო თუ არა.
ცნობისთვის, გუშინ, დასავლურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყა.
0
0