
ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტულ პარტიას“ „პედოფილების დამცველი პარტია“ უწოდა.
აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ბრიტანეთის პარლამენტში სტუდენტური კრედიტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს გააკეთა.
„პრემიერ-მინისტრს ჰყოფნის უტიფრობა ილაპარაკოს იმაზე, რომ ჩემი პარტია პატარაა. პატარაა მისი პარტიაც, პარლამენტის იმ ერთი წევრის ჩათვლით, რომელიც დააკავეს ბავშვთან მიმართებით სექსუალური ქმედებების ჩადენის გამო. შესაბამისად, სანამ ის ამ დიდ დარბაზში შემოვა, საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომ ეძახიან უკანა რიგებში მსხდომები მათ „პედოფილების დამცველების პარტიას“, - თქვა ბადენოკმა.
მისმა ამ განცხადებამ პარლამენტში ხმაური გამოიწვია. საქმეში თემთა პალატის სპიკერი ჩაერთო და მხარეები დააშოშმინა.
„ვიცი, რომ ეს არ მოსწონთ, ბატონო სპიკერო, მაგრამ არაფერი მითქვამს ისეთი, რაც სიმართლე არ არის“, - დასძინა ბადენოკმა.
0
0