
ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია- მოხარული ვიყავი, რომ შესაძლებლობა მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადამეცა, - ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს და თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამაყად იცავენ.
„ემოციური იყო თავისუფლების მოედანზე გამართული ფიცის დადების ცერემონია. საქართველოს თავდაცვის ძალები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ამაყად იცავენ. ამიტომ, განსაკუთრებით მოხარული ვიყავი, რომ შესაძლებლობა მქონდა მისი უდიდებულესობა მეფის მოსალოცი გზავნილი გადამეცა“, - განაცხადა გარეტ უორდმა.
0
0