
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავისი ძაღლის დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში გადაყვანას იქ მცხოვრები კატა ლარის გამო არ აპირებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბერნემს ჰყავს ძაღლი ექსელი - ბიშონ ფრიზესა და პუდელის ნაჯვარი. ჟურნალისტები მისი შემდგომი ბედით დაინტერესდნენ და პრემიერს ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა ძაღლი მანჩესტერში, თუ რეზიდენციაში გადავიდოდა.
„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.
კატა ლარი ამ განცხადებას X-ში თავისი სახელით მართულ გვერდზე გამოეხმაურა და ახალი პრემიერის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
19 წლის კატა ლარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2011 წლიდან ცხოვრობს. მას განსაკუთრებული თანამდებობაც კი უკავია - ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მთავარი თაგვთმჭერი. ლარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ქვეყანაში უკვე ხუთი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.
2026 წლის 20 ივლისს პოსტზე ენდი ბერნემი მოვიდა, რომელმაც კირ სტარმერი შეცვალა. ბერნემის მიერ თანამდებობის დაკავების დღეს ლარიმ თაგვი დაიჭირა, რაც ბევრმა კარგ ნიშნად აღიქვა. ლარიმ თავისი ნადავლი რეზიდენციასთან მყოფ ჟურნალისტებს აჩვენა.
0
0