19/12/2022
12:54
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო აპირებს უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს რიგაში სკანდინავიელ, ბალტიელ და ნიდერლანდელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს. ის გამოაცხადებს ბრიტანეთის გეგმას უკრაინისთვის მომავალ წელს 250 მილიონი გირვანქა სტერლინგის (304 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ლატვიაში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ქვეყნების ლიდერთა შეკრებაზე დასასწრებად გაემგზავრება. შეხვედრას დაესწრებიან დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების ლიდერები. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0