
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება.
„უახლოეს კვირებში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონმდებლობას, რათა აღიკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება ახალი უფლებამოსილებები, რომ აკრძალოს სახელმწიფოს მხარდაჭერილი იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0