25/11/2021
11:05
მსოფლიო
ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ეს ვარიანტი პირველად ბოტსვანაში (სამი შემთხვევა) დაფიქსირდა. კიდევ ექვსი დადასტურდა სამხრეთ აფრიკაში და ერთი ჰონგ-კონგში - სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მგზავრს გამოუვლინდა.
მეცნიერები ახალი ვარიანტის ყოველ სიმპტომს აკვირდებიან. მათი ვარაუდით, ის, შესაძლოა, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანში (მაგ., შიდსით დაავადებულ პაციენტში) ხანგრძლივი ინფექციის დროს გაჩნდა.
როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორი, რავი გუფთა, ამბობს, მის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ახალ B.1.1.529 შტამში არსებული მუტაციებიდან ორი ინფექციურობას ზრდის და ამცირებს ანტისხეულების განსაზღვრის დონეს.
”რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად გადამდები შეიძლება იყოს ახალი ვარიანტი ამ ეტაპზე. საჭიროა ინტენსიური მონიტორინგისა და ანალიზის ჩატარება, თუმცა ზედმეტი შეშფოთების მიზეზი არ იარსებებს, თუ ის არ დაიწყებს გავრცელებას უახლოეს მომავალში,” - თქვა პროფესორმა ფრანსუა ბალუმ, UCL გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.
0
0