21/04/2023
14:36
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს არ მოეწონათ, რომ კამილა პარკერ-ბოულსმა დედოფლის წოდება მიიღო. ამის შესახებ Mirror იტყობინება.
24-დან 27 მარტამდე დიდ ბრიტანეთში 1569 ადამიანში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ კამილა პარკერ-ბოულსს დედოფალი უნდა ერქვას, ხოლო 36% ფიქრობს, რომ მას დედოფალი-კონსორტი უნდა ერქვას. გამოკითხულთა კიდევ 23%-მა განაცხადა, რომ კამილას ტიტული საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ხოლო 16%-ს მიაჩნია, რომ ის კორნუოლის ჰერცოგინიად უნდა დარჩეს.
ბუკინგემის სასახლემ პირველად კამილა პარკერ-ბოულზი დედოფლად დაასახელა ჩარლზ III-ის კორონაციის ოფიციალურ მოსაწვევში.
გამოკითხვის ფარგლებში, ქვეყნის მაცხოვრებლებს ასევე ჰკითხეს, თუ ვინ მიაყენა, მათი აზრით, ბოლო დროს ყველაზე მეტი ზიანი მონარქიის რეპუტაციას: 46%-მა დაასახელა პრინცი ენდრიუ, ხოლო 43%-მა - პრინცი ჰარი.
0
0