
The Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური უთანხმოების ესკალაციის ფონზე, თანამდებობა დატოვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრინკის გადადგომა ასევე დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამუშაო ურთიერთობის გართულებას, თუმცა, არ დასტურდება, რომ ეს მისი გადადგომის მთავარი მიზეზია. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიჯიტ ბრინკი მზარდ ზეწოლას განიცდიდა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ მის შესაძლებლობებს უკრაინის სტრატეგიის მხარდაჭერაში.
,,ტრამპის პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაიდენის წინა ადმინისტრაციისგან, რომელმაც კიევს მილიარდობით დოლარის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია და რუსეთს სანქციები დაუწესა. 2022 წელს, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ ეტაპზე, დასავლელმა დიპლომატებმა ბრინკი, როგორც საჯაროდ, ისე პირადად, უკრაინის მნიშვნელოვან დამცველად შეაფასეს. ერთ-ერთმა ექსპერტმა მას "ძლიერი პიროვნება" და "სერიოზული დიპლომატი" უწოდა, და დასძინა, რომ ტრამპისა და ზელენსკის ადმინისტრაციების ზეწოლამ მასზე უარყოფითად იმოქმედა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მიიჩნიეს, რომ ელჩი მათ მიმართ ზედმეტად კრიტიკულად იყო განწყობილი, განსაკუთრებით, კორუფციასთან ბრძოლაში ქვეყნის ძალისხმევასთან დაკავშირებით. მათ შეამჩნიეს, რომ ბრინკის პოზიცია და საჯარო განცხადებები მნიშვნელოვნად შეიცვალა და იმ მიმართულებით წავიდა, რომელიც ასახავდა ტრამპის შეხედულებებს და უფრო კრიტიკული გახდა უკრაინის მიმართ", - წერს გაზეთი.
The Financial Times-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე ბრინკის პოსტების ანალიზმა გამოავლინა, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე 75 დღით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ბრინკმა რუსეთი 53-ჯერ გააკრიტიკა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. ტრამპის მოსვლის შემდეგ კი მან მხოლოდ ხუთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახსენა რუსეთი და პუტინი არცერთხელ არ დაადანაშაულა ომის წარმოების გამო.
,,ტრამპის ადმინისტრაციასა და ბრინკს შორის არსებულ პოლიტიკურ შეხედულებების სხვაობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებთან არც ბრინკმა ისაუბრა. გადადგომამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბრინკს პოსტის დატოვება მანამდეც სურდა,’’ - იუწყება The Financial Times-ი.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025