
BRICS-ის თამაშების გახსნის ცერემონია 12 ივნისს თათრეთის დედაქალაქში, რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართა.
BRICS არის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის ალიანსი, რომელსაც ასევე შეუერთდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.
ცერემონიის ფარგლებში გაიმართა სპორტსმენების აღლუმი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ამგვარად, ცერემონიაზე აფხაზურ და ცხინვალის დროშებთან ერთად, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.
„მიუხედავად შეჯიბრის სახელწოდებისა, მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის სპორტსმენებს შეუძლიათ“, - წერს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.
BRICS Games-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტურნირში ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025