ბრედ პიტმა ფრანგული ვენახის კონტროლისთვის ბრძოლაში ყოფილ მეუღლეს ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო. როგორც ცნობილია, "შატო მირავალის" ვენახები ორივე მათგანის საკუთრება იყო. ჯოლი ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობდა, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი ყოფილი ქმრის სარჩელი - პიტის თქმით, ყოფილმა მეუღლემ 2021 წელს ვენახის საკუთარი წილი რუს ოლიგარქ იური შეფლერს, მისი შეთანხმების გარეშე მიჰყიდა.
სასამართლომ უარყო ანჯელინა ჯოლის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბრედ პიტის მიერ წარდგენილი სარჩელი „არასერიოზული, საზიანო და პრობლემატურია.“
"შატო მირავალის" ვენახებზე დავა საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და ლოს-ანჯელესის სასამართლო დარბაზებში მიმდინარეობდა.
პიტის თქმით, ის შოკირებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მათი „განსაცვიფრებელი „შატო მირავალის“ ვენახის“ ნახევარი რუსი მილიარდერის იური შეფლერის Stoli Group-ს მისი თანხმობის გარეშე მიჰყიდა. ჯოლიმ გარიგების შესახებ მეუღლეს არ შეატყობინა და განზრახ საიდუმლოდ შეინახა. პიტმა განაცხადა, რომ ჯოლიმ შეთანხმების ეთიკური ვალდებულებები დაარღვია და ოჯახური ბიზნესი მესამე პირს - კონკურენტს - ჩააბარა.
აქციების საბოლოო მფლობელი კუნძულ ჯერსიზე მოქმედი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტია, რომლის აქციონერი შეფლერი არ არის.
მსახიობთან დაახლოებული წყაროს მიხედვით, „ბრედს სურს, რომ კუნძულ ჯერსიზე მოქმედმა კომპანიამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რადგან მას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ შეისყიდა მისი ბიზნესი. მანამდე კი, პიტი ამტკიცებდა, რომ შეფლერი მის „დაშინებას“ ცდილობდა და ცილისმწამებლური განცხადებებით „ემუქრებოდა“.
დოკუმენტების მიხედვით, ანჯელინა ჯოლის მიერ "შატო მირავალის" ვენახების (64 მილიონი დოლარის ღირებულების) წილის შეფლერისთვის მიყიდვის შესახებ გარიგება უნდა გაუქმდეს. შეფლერს ბრალად ედება 2021 წელს ჯოლის საოჯახო დავის ადვოკატთან დაკავშირება „შვილების მეურვეობის საკითხზე" შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ. შეფლერის მტკიცებით, გარიგების საკითხზე სრული პროცესის წარმართვა ამერიკული სასამართლოების იურისდიქციაში არ შედის.
ლუქსემბურგის სასამართლომ შეფლერს აქციების 10% ჩამოართვა, ფაქტობრივად, პიტის სასარგებლოდ. მოსამართლე კაროლ კერშენმა დაადგინა, რომ აუცილებელი იყო ბიზნესის გადარჩენა. სასამართლო დაახლოებით ორ წელიწადში გადაწყვეტს, რომ პიტმა სრული კონტროლი დაიბრუნოს აქციებზე, რომლებიც ჯოლის კომპანიას ერთ ევროდ გადაეცა.
0
0