
ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი, რომელიც ფილმში ფორმულა 1-ის მძღოლის როლში გადაიღეს, დემსონ იდრისთან ერთად, სილვერსტოუნში ბრიტანეთის გრან-პრის დროს, თეთრ და შავ სარბოლო კოსტიუმებში შენიშნეს.
„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი სტუდია Apple-ის ამჟამად უსახელო ფილმის პროდიუსერია.
"სასიამოვნო და სახალისოა აქ ყოფნა. როგორც სამოქალაქო პირს, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო საჭირო მძღოლობისთვის," - თქვა 59 წლის მსახიობმა.
პიტმა დასძინა, რომ “ფილმზე “ფორმულა 1”-ის ექსპერტები მუშაობდნენ და ამიტომ ის რეალობის მაქსიმალურად გამომხატველი უნდა იყოს".
ოსკარის მფლობელი ვარსკვლავი ვეტერანი მძღოლის როლს ასრულებს, რომელიც თავიდან იწყებს სპორტულ კარიერას, რათა დაეხმაროს ახალგაზრდა პილოტს გახდეს “ფორმულა 1”-ის ტოპმრბოლელი.
ფილმი “ფორმულა 1”-თან თანამშრომლობით იქმნება, რაც გუნდს იპოდრომებსა და მძღოლებზე სპეციალური წვდომის საშუალებას აძლევს.
სარბოლო კოსტიუმებში ჩაცმული პიტი და იდრისი გამოგონილ APXGP გუნდს წარმოადგენდნენ, როდესაც ისინი სილვერსტოუნში “ფორმულა 1”-ის ნამდვილ მძღოლებს შეერივნენ.
გადაღებები “ფორმულა 1”-ის მთლიანი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.
0
0