09/06/2023
11:43
მსოფლიო
„ბრძოლისას ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ, ოთხი დღის განმავლობაში ვეძებდით“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს უკრაინაში ბატალიონ „ხორტის“ მეთაურმა პაველ პატარაცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, 4 დღე განუწყვეტლივ მიდიოდა ბრძოლები და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
„ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. მთელი ამ 4 დღის განმავლობაში, სანამ მათ ვეძებდით, როგორც ჩანს, გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ და ზოგიერთმა ისინი დაასაფლავა კიდეც დროზე ადრე. ეს 4 დღეს განუწყვეტლივ მიდიოდა ბრძოლები და სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ მათთან დაკავშირება. ვიღაცას სჯეროდა, რომ ისინი ცოცხლები გამოვიდოდნენ, ვიღაცას - არა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა“,- აცხადებს უკრაინაში ბატალიონ „ხორტის“ მეთაური.
0
0