ქალმა, რომელიც დედა 53 წლის ასაკში გახდა, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ინტერვიუში დედობისთვის ბრძოლაში განვლილი გზის შესახებ ისაუბრა.
„22 წელი ველოდებოდი შვილს, მთელი სულით და გულით მინდოდა, რომ დედა ვყოფილიყავი. არაერთ კლინიკას მივმართე, მაგრამ არ გამიმართლა. ძალიან ცუდად იყავი, დეპრესიაც მქონდა, მაგრამ იმ დონეზე მინდოდა შვილი მყოლოდა, ვამბობდი, რომ მაინც გავაჩენ-მეთქი.
მეგობრები მეუბნებიან, ყოჩაღ შენ, ლია, ამბობდი და გააკეთეო. მინდა, რომ ყველას ვუთხრა, არ დაყარონ ფარ-ხმალი, იბრძოლონ და ყველაფერი გამოვა. ახლა 53 წლის ვარ და ერთი თვის წინ გავხვდი დედა. ძალიან მშვიდი და ჭკვიანი ბავშვია, მგონია, დიდი დაიბადა.
როცა გვიგე, რომ ორსულად ვიყავი, ემოციებს ვერ ვმალავდი. 6 თვე არავისთვის მითქვამს, არც მშობლებისთვის. მინდოდა, რომ ერთიანად გამეხარებინა ყველა. არავის სჯეროდა, რომ დედა გავხდებოდი, ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი და ეს მე ჩემს მეობრებს და ახლობლებს ყველას დავანახე“, – ამბობს ახალბედა დედა.
0
0