22/12/2024
14:13
პოლიტიკა
ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! - ამის შესასახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძე პარტია „ლელოს“ დაფუძნებიდან ხუთ წელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ხაზარაძის თქმით, ახლა უკვე მისი პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის ძლიერი საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!
“5 წლის წინ, 22 დეკემბერს, მე და ბადრიმ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პარტია დავაფუძნეთ.
რა გახდა პოლიტიკაში ჩვენი შემოსვლის მიზეზი ბევრჯერ მისაუბრია და ამაზე აღარ შევჩერდები. ამჯერად, “ლელო საქართველოსთვის” გუნდის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მინდა მადლობა გადავუხადო ამ 5 წლის მანძილზე ერთად ბროლისთვის, ერთად შრომისთვის და დღევანდელი დღისთვის!
“ლელო”, დღეს უკვე ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველო”, ახლა იმ 4 პროევროპულ ძალას შორისაა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ნდობისა და გამარჯვების მანდატი მისცა.
ჩვენ ვიბრძვით ძლიერი საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!
ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანის უფლებისთვის, როგორც მთავარი ღირებულების!
ვდგვართ პროტესტში - ყველგან, სადაც სიმართლეს ესვრიან, სადაც ძალადობენ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და იცავენ მის ღირსებას ქუჩაში.
ჩვენ, ისევე როგორც თითოეული მშვიდობიანი დემონსტრანტი, დღეს ვითხოვთ ახალ არჩევნებს და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გვაქვს ვალდებულება ეს მოთხოვნა ბოლომდე გავიტანოთ!
თავისუფლება და თავისუფალი ადამიანები - ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი პარტიაშიც და მთელ ქვეყანაშიც, რომელსაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი უპირისპირდება.
ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები, მათ შორის ჩვენი ვეფხია კასრაძე, რომელსაც მხოლოდ იმის გამო სჯიან, რომ მთელი ცხოვრება ოკუპანტს ებრძვის და მამა-პაპის კერას არ აციებს ერგნეთში. ვეფხო ნამდვილი “ლელოელია” და ის აუცილებლად, უახლოეს მომავალში იქნება თავისუფალი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა მალე გათავისუფლდება ივანიშვილისგან!
ეს დღეც მალე დადგება! - ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ვართ ერი - დაბადებული გამარჯვებისთვის!“, - წერს ხაზარაძე.
0
0