27/10/2024
09:21
პოლიტიკა
ბრძოლა იქნება ქუჩაში - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები "ტოტალურად გაყალბებული, არალეგიტიმური და მოპარულია".
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ამ ნაბიჯზე წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა და ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იყო.
"ივანიშვილმა აირჩია სცენარი, სადაც თავად ირთულებს საქმეს. ხალხთან შედის კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, პასუხისმგებლები ვარ იმ დიდ არჩევანთან, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, ეს არის - ევროპა თუ რუსეთი. დღეს გვინდოდა საზოგადოებისთვის მკაფიოდ გვეთქვა, არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ვიბრძოლებთ, ეს ბრძოლა რა თქმა უნდა, იქნება ქუჩაში. ბრძოლის ნაწილი არის არგუმენტების მიწოდება, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები". - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0
0