"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მმართველი გუნდი კანონს არ გაიწვევს.
მისი განმარტებით, ეს კანონი საქართველოს ევროპულ არჩევანს ზიანს აყენებს, რადგან ეს ის რუსულ რეჟიმს უდრის.
"ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ მთავარი მიზანი არ იქნება მიღწეული. მთავარი მიზანი არის ის, რომ რუსული კანონის გაწვევას მივაღწიოთ, რათა საქართველოს ევროპულ არჩევანს არ მიადგეს ზიანი. დღეს, რუსული კანონი უდრის რუსულ რეჟიმს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსთველზე მიმდინარე აქციას ხელმძღვანელები არ ჰყავს და ეს საქართველოს გარუსების წინააღმდეგ დაწყებული სპონტანური ამბოხია.
"როგორც ხედავთ, გეგმა არავის არ აქვს და აქ არც აქციის ხელმძღვანელია ვიღაც. ეს არს სპონტანური პროტესტი, ამბოხი ჩვენი გარუსების წინააღმდეგ. პირადად ჩემი გეგმა არის მშვიდობიანი წინააღმდეგობა და ამისკენ მოვუწოდებ ყველას. ამათ წინააღმდეგობა მშვიდობიანად უნდა გავუწიოთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0