02/01/2023
14:29
სპორტი
ბარსელონაში დანი ალვეშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა ABC იტყობინება. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი სექსუალურ ძალადობაშია მხილებული.
დაზარალებულის მტკიცებით, ძალადობა ღამის კლუბ "სატონში" მოხდა, რომელიც ქალაქ ბარსელონას ცენტრში მდებარეობს და მას ხშირად არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობს.
თავად ალვეში ყველანაირ ბრალდებას უარყოფს, ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა 39 წლის ფეხბურთელს.
"ბარსელონაში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, რომელიც შაბათს დილით მოხდა, გამოძიება დავიწყეთ" - განაცხადა რეგიონალური პოლიციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ალვეში ამჟამად მექსიკური "პუმასის" ღირსებას იცავს, სხვადასხვა დროს იგი: "სევილიაში", "ბარსელონაში", "იუვენტუსში" "პარი სენ ჟერმენსა" და "სან პაულოში" ასპარეზობდა.
წყარო: sportall.ge
0
0