ბრაზილიაში სტიქიას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
14/12/2021
12:58
მსოფლიო
A-
+A
ბრაზილიაში, ბაიას შტატში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება, წყალდიდობის გამო 20 000-მდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა, 51 ქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ექსტრატროპიკული ციკლონით გამოწვეული წვიმა ექვსი დღის წინ დაიწყო და შაბათ-კვირას უფრო ინტენსიური გახდა.
კოკისპირულმა წვიმამ რამდენიმე ქალაქი და სოფელი გარე სამყაროს მთლიანად მოწყვიტა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ჯგუფებს სტიქიის ზონებზე მისვლა ურთულდებათ.
0
0
423
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%