30/12/2022
12:13
მსოფლიო
ბრაზილიაში ფეხბურთის ლეგენდის, პელეს გარდაცვალების შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ლეგენდარული თავდამსხმელი 82 წლის ასაკში კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარრდაიცვალა.
ორშაბათს, პელეს მშობლიური ქალაქის კლუბის, სანტოსის სტადიონზე, სადაც მან თამაში თინეიჯერობისას დაიწყო, გარდაცვლილის საპატივცემულოდ 24-საათიანი ღამისთევის ცერემონია გაიმართება. მომდევნო დღეს ჩატარდება აღლუმი და ფეხბურთის ლეგენდის კუბოს იმ უბანში გადაასვენებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს. პელეს იქვე დაკრძალავენ.
პელეს გარდაცვალებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გამოეხმაურა: „პელე იყო არა მხოლოდ ფეხბურთის ლეგენდა, არამედ ჰუმანიზმის გლობალური სიმბოლო. მან თავისი პლატფორმა უუფლებო ბავშვების დასაცავად გამოიყენა და მთელ მსოფლიოში თაობათა შთაგონების წყარო გახდა“.
ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდუ Instagram-ზე წერს: „პელე მწვერვალიდან არასდროს ჩამოვა. ის ფეხბურთის მეფეა.“
0
0