ბრაზილიაში კოკისპირულ წვიმას 94 ადამიანი ემსხვერპლა
A-
+A

„ბრაზილიის ისტორიულ მთიან ქალაქ პეტროპოლისში, სულ მცირე, 94 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ ღვარცოფი გამოიწვია. დაიტბორა სახლები და ქუჩები; წყალდიდობამ წაიღო მანქანები და ავტობუსები,“ განაცხადეს ოთხშაბათს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათივე თქმით, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის ზრდა.
სტიქიის ადგილზე სახანძრო და ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები მუშაობენ.
პეტროპოლისის მერიამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. იძულებით გადაადგილებული პირები სკოლებსა და თავშესაფრებში გადაიყვანეს. 300-ზე მეტ ადამიანს სახლების დატოვება მოუწია.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, რომელიც რუსეთში მიემგზავრება, „ტვიტერზე“ წერს, რომ მან მინისტრებს სთხოვა, დახმარება გაუწიონ პეტროპოლისსა და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.
პეტროპოლისი, იგივე "იმპერიული ქალაქი", რიო-დე-ჟანეიროს ზედა მთიან ნაწილში მდებარეობს. პეტროპოლისი მე-19 საუკუნეში ბრაზილიის მონარქების საზაფხულო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.
0
0
602
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%